|
2025-10-27 17:33:32, 825 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტის სპიკერმა 20 წლის აქტივისტს, პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს "დადასტურებულ ტერორისტს" უწოდებს
შალვა პაპუაშვილი 20 წლის ზვიად ცეცხლაძეს "სასამართლოს მიერ დადასტურებულ ტერორისტს" უწოდებს, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენითაც კი დეზინფორმაციაა. პაპუაშვილმა ეს ფრაზმა თქვა ევროკავშირის ელჩთან მიმომწერის კრიტიკის კონტექსტში. შემდეგ კი განაცხადა, რომ არსებობს სასამართლო განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და "ამას, საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი". პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი პირველად 22 ოქტომბერს, ფეისბუქ-პოსტში უწოდა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილს. იქამდე ცეცხლაძემ თავად მისწერა წერილი ელჩს და სთხოვა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ. რეალურად, მუხლი, რომლითაც ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გულისხმობს "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს". მართალია, თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება ცეცხლაძეს "ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა", მაგრამ 9-თვიანი განხილვის შემდეგ პროკურატურამ ამ ბრალდების დამტკიცება მოსამართლე მჭედლიშვილის თვალშიც კი ვერ შეძლო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცეცხლაძეს ბრალი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის" ორგანიზებამდე გადაუკვალიფიცირა. მჭედლიშვილის განაჩენში, "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა" განმარტებულია როგორც საჯაროდ ლანძღვა-გინება, სხვადასხვა საგნის სროლა, ბარიკადების მოწყობა სპეცრაზმელებისგან თავის დასაცავად და ა.შ. ადვოკატებმა მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს - ისინი ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძის არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)