|
2025-10-25 00:43:30, 953 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტი, 330 დღის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, კანონს სცდებოდა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ "არ ესმის" რუსთაველის გამზირის გადაკეტვის "აკვიატება მთელი წლის მანძილზე". იოსელიანი ამბობს, რომ "პროტესტი, 330 დღის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, კანონს სცდებოდა". "თქვენ მთხოვთ ეს გავამართლო, ამას არ გავაკეთებ" - მიმართა ჟურნალისტს იოსელიანმა. "ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისათვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა. მთავარია რომ ეს პროპორცია იყოს დაცული - დაცული იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე. ეს არაფერ კარგს არ იძლევა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში რომ გამოვლენ ადამიანები სოციალური პრობლემებით, წამლებზე ფასების, ან შრომითი უფლებების, ან უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ, მათზეც იმოქმედებს ეს კანონები. ესაა ყველაზე ცუდი და მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავება არაა კარგი და არ მივესალმები, მაგრამ უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე" - ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი TV პირველის ეთერში. რაც შეეხება ოცნების მიერ გამკაცრებულ ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსს, იოსელიანი ამბობს, რომ ის ეუთო/ოდირში შეფასებისთვის გადააგზავნა. თუმცა ამატებს, რომ კანონის გამკაცრებას წინაპირობები ჰქონდა და ეს პროტესტი იყო. "ეს ყველაფერი, რაღაც კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, სხვანაირად, მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის იქნება უკმაყოფილო ადამიანი ჩემი პოზიციის ან ვიღაცის პოზიციის, მაგრამ სადღაც სიმართლე ხო არსებობს არა?! სიმართლე არის ის, რომ პროტესტი არის დაცული, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ეს არის ის უფლება, რაც არაა აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ არ არის საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს - ესაა ანბანური ჭეშმარიტება" - თქვა იოსელიანმა. გამკაცრებულ კანონებზე, ჟურნალისტის დამატებით ჩაკითხვაზე კი განაცხადა: "თქვენ ახლა ისე წარმოაჩენთ, რომ ერთ დღეს პარლამენტს დაესიზმრა, არაფერი არ ხდებოდა აბსოლუტურად, სიმშვიდე იყო და მოდი ახლა ეს კანონმდებლობა გავხადოთ ისეთი, როგორიც ახლა არის, ასე იყო?!".
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)