06:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-22 22:50:41, 982 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ოჯახი ეძებს

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელმაც საქართველოს ციხე, დაახლოებით, 6 თვის წინ დატოვა, ოჯახი ეძებს.

აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი მეუღლის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს.

"დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 329 დღეა, გრძელდება.

თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. გუშინ და წინა დღეს აფგანმა შემატყობინა, რომ მას უთვალთვალებდნენ.

როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან", - დაწერა მან. 

აფგან სადიგოვი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის აქტიური მონაწილეა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics