|
2025-10-20 14:55:42, 780 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფორმულას ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ქარტია აცხადებს, რომ ქართული ოცნება განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე. მათი თქმით, მედია ქართული ოცნების სამიზნედ რჩება. "პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი, დღის გადაცემის წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი, დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. სავარაუდოდ, პოლიცია ქეთი ციცქიშვილს, ისევე როგორც ვახო სანაიას, გზის გადაკეტვას ედავება. სასამართლომ გუშინ „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსში საჩქაროდ შეტანილი - ორ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული - ცვლილებების საფუძველზე. „ქართული ოცნება“ განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე. მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)