|
2025-10-16 23:58:28, 879 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილმა პროტესტის შემზღუდავ კანონპროექტს ხელი მოაწერა
მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება. ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე და 16 ოქტომბრის თარიღით, რაც ნიშნავს, რომ კანონები გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა აღნიშნული პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე, რომელიც სახეს ნიღბით ფარავს, ფლობს ცრემლსადენ ან მომწამვლელ ნივთიერებას, გზას კეტავს ან დროებით კონსტრუქციას ამონტაჟებს, პირველივე შემთხვევაში დაექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ მსგავსი ქმედება აქციის ორგანიზატორს ეკუთვნის — პატიმრობის ვადა 20 დღემდე გაიზრდება. იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომლის შეწყვეტასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. იგივე ვადა იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მონაწილე იარაღს, პიროტექნიკას ან სხვა საშიშ საგანს იქონიებს. სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ცვლილებების თანახმად, მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი შემთხვევა — ორ წლამდე ვადით. კოდექსს დაემატა ახალი მუხლიც, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს იმ პირთათვის, ვინც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას. კანონი ასევე გავრცელდება არასრულწლოვანებზე: შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევა მათთვის ითვალისწინებს ჯარიმას, ერთწლამდე გამასწორებელ სამუშაოებს ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)