|
2016-03-24 14:47:06, 1236 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: იმედია, რეზოლუცია ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობის პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუცია კონგრესის მიერ ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება. „ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს, გასული წლის შემოდგომაზე, კონგრესში ჩამოყალიბდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი - ორპარტიული. ამ ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერტიორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ზოგადად ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოიხატა ჩემი ვიზიტის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს და იმედია რეზოლუცია ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)