|
2025-10-15 23:21:21, 926 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა, - ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები და ეს ცვლილებები თავსებადია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან. „ჯარიმები აღმოჩნდა, რომ იყო არასაკმარისად ეფექტური, რადგან არიან ადამიანები, რომელთაგან ერთ-ერთმა მაგალითად სიამაყით თქვა, რომ უკვე 250 ათასი ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაგრამ მაინც დადის აქციაზე. ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს და არც ჯარიმების ამოღების რესურსი არ არსებობს. ასეთი ადამიანები მიდიან და კეტავენ გზას. ამიტომ ეს მაგალითები აჩვენებს იმას, რომ საკმარისად ეფექტური არ არის ჯარიმები და რაც საკმარისად ეფექტური არ არის, ის უნდა შეიცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. ეს სამართლებრივი ლოგიკაა და ამას გვეუბნება ჩვენ თანაზომიერების, პროპორციულობის პრინციპიც. ჯერ უნდა სცადო იმ ზომის გამოყენება, რომელიც, ფიქრობ, რომ უფრო რბილი და ეფექტურია. თუ ეს ზომა გიჩვენებს, რომ საკმარისად ეფექტური არ არის, შეიძლება, გადახვიდე განსხვავებულ ზომაზე. ამ შემთხვევაში პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა და ვფიქრობთ, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები. საერთაშორისო სტანდარტებთანაც, სტრასბურგის პრაქტიკასთანაც, ყველაფერთან თავსებადია. ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. სტრასბურგის პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტები, თეორია, პრაქტიკა, ყველაფერთან არის თავსებადი. ვინმე თუ მიჩვენებს მე ერთ დედაქალაქს მსოფლიო მასშტაბით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 50 კაცს, გნებავთ 150 და 300 კაცს შეუძლია ყოველდღიურად გადაკეტოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, მაშინ ხელებს ავწევ, მაგრამ ასეთი რაღაც უბრალოდ საგიჟეთია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)