|
2025-10-15 15:08:17, 589 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება
ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება არასწორი გათვლა იყო, რადგან მისი კოპირება ზუსტად ვერ მოხდება“. „ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება არასწორი გათვლა იყო, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები წინა ომის სცენარით იბრძვიან. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც „ჯენზის“ აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის დიდ მადლიერებას იმსახურებს. თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი „ჯენზი“, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ე.ი. არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია. ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“ - წერს სააკაშვილი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)