|
2016-03-24 13:49:15, 1227 ნახვა
კომენტარი
იან კელი: ჩემთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლას გამოეხმაურა. როგორც კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა. „საქართველოში წარმოვადგენ ამერიკის პრეზიდენტის და შეერთებული შტატების აღმასრულებელ შტოს და ტექსტთან დაკავშირებით კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ იმ რეზოლუციურ პროექტზე, რომელიც შესულია წარმომადგენლობით პალატაში, კონგრესში, თუმცა ჯერ არაა დამკტიცებული. ამავე დროს, ჩემთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. გასული კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ვაშინგტონში და ერთობლივი კონფერენციის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ერრთმნიშვნელოვნად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდჭერა. მან ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)