08:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 12:40:59, 866 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - ოცნებას უნდა ილუზია შექმნას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა აქვს

“„ოცნებას“ უნდა ილუზია შექმნას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა აქვს, თუმცა აშშ არ აპირებს ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტთან — ივანიშვილის „ოცნებასთან.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

 “ამ ფაქტს მალავენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მათ სურთ, რომ ილუზია შექმნან თითქოს აქვთ პერსპექტივა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტთან, ივანიშვილის “ოცნებასთან” აშშ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვას არ აპირებს და არანაირი სტრატეგიული პარტნიორობის, უბრალოდ ღირებულებითი განსხვავების გარდა არსებობს პრაგმატული ფაქტორი, როდესაც ივანიშვილი და მისი ბანდა იმეორებენ ყველა იმ ნარატივს, რომელიც არის ანტიამერიკული და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გავრცელებული კრემლის მიერ და ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის საქართველოშიც ისინი ამ ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებულები, ისევე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო თითქოს და აშშ ხარჯავს თანხებს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებში.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics