|
2025-10-04 21:54:49, 1066 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იქნება მკაცრი ზომები დღეს და მომდევნო დღეებში
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას. „მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21:00 საათისთვის. „ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს“, - განაცხადა მან. „ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ათონელის ქუჩაზე მომხდარი არის „სისხლის სამართლის დანაშაული“: „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“, - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)