|
2025-10-04 19:55:28, 1005 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ
თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ. ჯებირის გარღვევის შემდეგ ადმინისტრაციის შენობიდან საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სასახლის ჯებირი გაარღვიეს და ეზოში შეიჭრნენ, გამოჩნდნენ საპოლიციო ძალები: პოლიცია და შენიღბული სპეცრაზმელები. სასახლეში მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ეზოში შესვლის სურვილი აქვს პაატა ბურჭულაძესაც, რომელიც წარმოადგენს „რუსთაველის გამზირს“ და არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დედაქალაქში აქცია იმართება თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად - ორგანიზატორების თქმით, მიზანი „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობაა“. დემონსტრანტების ნაწილი კვლავ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)