|
2025-10-04 16:19:31, 661 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. კომიტეტში, ბურჭულაძის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არიან. ბურჭულაძის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტიდან წამოვა ინიციატივები, რომლებსაც ხალხი უნდა გაჰყვეს. „რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში, წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი, [პაატა ბურჭულაძე]. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები. უნდა მიიღოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა. ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე! დროშები არ დაგავიწყდეთ. გამარჯვება ჩვენკენაა",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)