|
2025-10-02 20:16:34, 1056 ნახვა
პოლიტიკა
ალავიძე: ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს
ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ, საქმის გამოძიების დროს, უთხრა, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს. ალავიძის მტკიცებით, კალანდაძემ ასევე უთხრა რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა კიწმარიშვილის საქმეზე და სანაცვლოდ ფული შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ალავიძე კახა წიქარიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს. "ლაშა კალანდაძემ პაატა ქათამაძეს სთხოვა ჩემთან შეხვედრა. შევხდით ორჯერ თუ სამჯერ. ლაშა კალანდაძემ მთხოვა ასეთი რამ, რომ მაგ საქმეშიო ეროსიო მოკლეს, ახლა ეროსის უნდა მოაგებინო, მისი უფლებადამცველი ვინც არის ბიძინა გადაუხდისო მაგ თანხასო. ეგ საქმე ეგრევე უნდა მოაგვაროო. შენც მოგცემთ თანხასო. ირაკლი შოთაძესთან, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორი იყო, ეს უკვე მოგვარებულიაო. ის გარანტიებს მოგცემსო, შენ რომ თანხას მოგცემენ, არ დაგიჭერენო". - თქვა ალავიძემ. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ 2024 წლის 28 მაისს ტელეკომპანია TV პირველთან საუბრისას მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ თქვა, რომ ხელისუფლება სასამართლოს აშინებს და ამის საკუთარი პირადი მაგალითები მოიყვანა. ალავიძეს თქმით, ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, "ტვინს გაასხმევინებდნენ".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)