12:09 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:44:42, 438 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: არაა საჭირო მუქარა, მითითებები, როდესაც შენი ქვეყნის ტანკები მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგანან

"არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები, როდესაც  შენი  ქვეყნის ტანკები დგანან  მეზობელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე  და გადაწყვეტილებების მიხედვით, ყოველდღიურ მოქმედებაში არიან მოყვანილი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე  და  ბოლო პერიოდში  მუქარის შემცველი განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ამ კთხვაზე ყველაზე სწორი პასუხი ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა გასცეს  და ამ კითხვაზე ყველაზე სწორი  პასუხი გაცემულია საქართველოს საოკუპაციო ხაზიდან. სამწუხაროდ, აგრესია არა რიტორიკული, არამედ ქმედითი ყოველდღიურად  გამოხატული ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ტერიტორიების  და საზღვრების  გადაწევ-გადმოწევის  მუდმივი მცდელობა არის ყველა ზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობისა,  რომელშიც  ჩვენ ყოველდღიურად ვცხობრობთ და ამასობაში ასევე არის  ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენთვის - რისთვის, ან რის წინააღმდეგ უნდა ვცხოვრობდეთ და ვიბრძოდეთ  ყოველდღიურად.

არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები, როდესაც  შენი  ქვეყნის ტანკები დგანან  მეზობელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე  და ყოველდღიურ მოქმედებაში არიან მოყვანილი იმის მიხედვით, როგორი იქნება  გადაწყვეტილებები  მიღებული შენი ხელმძღვანელობის მიერ. ამიტომ,  ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია,  მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის, რომ  მე დღეს აქ ვდგავარ, ამ ტრიბუნასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია  ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics