|
2025-09-30 14:48:21, 1033 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის: გელა ხასაია დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი
კოალიცია ცვლილებისთვის მათი ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა. კოალიციის წევრების თქმით, გელა ხასაია პოლიტიკური პატიმარია, რადგან მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და პოლიციაც ემუქრებოდა, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით. "ხომ შეგპირდი რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლის წესით - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა, და არა პოლიციელმა, ჩვენ უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები, ზოგადად გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდით, ის, რომ ამ მუხლით არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად, რომლებიც კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს, ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად ის, რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით და ბოლო თვეებში აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი." - თქვეს ბრიფინგზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებაში დანერგონ შიში, თუმცა გელას ვერ შეაშინებენ. "ოღონდ აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის და რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც საზოგადოებამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სინამდვილეში რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს არის ერთადერთი, იმისთვის, რომ დანერგოს შიში. შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ჭამს თავისუფლებას. და ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის იმიტომ, რომ მას არ ეშინია. მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომლესაც შეეძლო დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულიყო, გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერების, გაემჟღავნებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები, მოეგვარებინა ისინი აქედან ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებით, ამ ადამიანს ვერ შეაშინებენ." - განაცხადეს კოალიციის წევრებმა. ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. "და ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს არის ის, რომ როგორც გელამ მისცა პირობა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის იბრძოლებდა ბოლომდე მათი თავისუფლებისთვის, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც უნდა ვიცოდეთ, უნდა გავიდეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რადგან ყველა მსგავსი დაკავება, ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა ვერაფერს ვერ ავრცელებს, ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს დადგენილება, ეგრეთწოდებული დანაშაულის კადრები, ის, რომ დანაშაულიც ვერ შეკერეს მიუთითებს მათ ქაოსურ, პანიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი ტრადიციის დასრულებისთვის. გელას თავისუფლებისთვის და სხვა 70-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის." - აღნიშნეს ბრიფინგზე.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)