|
2025-09-27 11:50:47, 1098 ნახვა
პოლიტიკა
პეტრიაშვილი გაეროში რუსეთის არხსენებაზე -რა მნიშვნელობა აქვს?
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი გენო პეტრიაშვილი ამბობს, რომ ოცნების პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ში "არაჩვეულებრივი" გამოსვლა ჰქონდა. კითხვას, ახსენა თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ში გამოსვლის დროს რუსეთი, გენო პეტრიაშვილი კითხვითვე პასუხობს: "არსებითი მნიშვნელობა აქვს?". "თქვენ არასწორად ამბობთ. ოკუპაციაზე ჰქონდა [საუბარი]. ვის აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები? ძალიან კარგად თქვა, მთელი თავისი სიტყვა იყო არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი სიტყვა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს და ყველა მტკივნეულ თემას შეეხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. ის რომ რუსეთი ოკუპანტია და პირადად ჩემი სოფელი აქვს ოკუპირებული, ჩვენი ტერიტორიების 20%, ამას, რა ვიცი, ყველა აღიარებს და ყველა ამბობს. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო... ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? [ახსენა თუ არა რუსეთი?], ოკუპაციაზე ილაპარაკა, მშვიდობაზე ილაპარაკა, ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა", - ამბობს პეტრიაშვილი. ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა: "მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას". ამ კონტექსტში მას არ უხსენებია რუსეთი, ყურადღება გაამახვილა ტერიტორიულ მთლიანობაზე და მიმართა "საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს".
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)