|
2016-03-23 15:02:53, 1252 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 1 პირი დააკავა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილი 24 წლის ნაზიმ ლააშრაუი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებული პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი. მისი ვინაობა დრეს დილით გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ნაზიმ ლააშრაუმის გარდა კიდევ ორი პირი დასახელდა. ესენი არიან, ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის ჩატარებული სპეც-ოპერაციის შემდეგ ეძებდნენ. ცნობისთვის, გავრცელდა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორში სათვალთვალო კამერამ ტერაქტების სერიამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)