|
2025-09-22 21:55:30, 1128 ნახვა
მსოფლიო
პრო პალესტინელი აქტივისტები მილანის ცენტრში სინაგოგაში შეიჭრნენ
მილანის ცენტრში პრო-პალესტინელი აქტივისტები შეიჭრნენ ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურში, დაუპირისპირდნენ პოლიციას და დააზიანეს რამდენიმე მაღაზია. არეულობები გაგრძელდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გაფიცვების ფონზე, რომლებიც ორგანიზებული იყო პროფკავშირებისა და მემარცხენე ორგანიზაციების მიერ, „ღაზაში გენოციდის“ წინააღმდეგ საპროტესტოდ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონიმ კატეგორიული უარი თქვა პალესტინის აღიარებაზე. ორშაბათს იტალიაში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა იმართება. Euronews-ის კორესპონდენტი ჯორჯია ორლანდი რომიდან იუწყება: „ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი, რაც კი ოდესმე იტალიის პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული. ის იმართება ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის, Global Sumud ფლოტილიის მხარდასაჭერად, რომელიც ცდილობს დახმარების მიწოდებას ომისგან განადგურებულ ანკლავში. გაფიცვების შესახებ გასულ კვირას გამოცხადდა. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ხელს შეუშლიდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მუშაობას. საყოველთაო გაფიცვა გავლენას ახდენს საზღვაო ტრანსპორტზე, ლოჯისტიკასა და განათლებაზე. რაც შეეხება რკინიგზის ქსელს, გაფიცვა ორშაბათის ბოლომდე გაგრძელდება. ერთ-ერთი მთავარი პროტესტი რომში გაიმართა, სადაც აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ესენი ძირითადად სტუდენტები, პროფკავშირები და პროპალესტინის ჯგუფები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ იტალიის მთავრობამ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან, დააწესოს სანქციები და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ღაზაში. იტალიის ოპოზიციური პარტიებიც მოითხოვენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.“
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)