|
2025-09-17 11:04:43, 3034 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - პროკურატურა თავად ადასტურებს, რასაც ხაბეიშვილი ამბობდა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა, აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა სანქციების გამო დაკარგული ფულის ამოღება ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს დაავალა“. ამის შესახებ ფარულავა სოციალურ ქსელში წერს და 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, „ხაბეიშვილი მხოლოდ იმის გამო გაუშვეს ციხეში, რომ საზოგადოებას არ მოუყვეს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული მასშტაბებისა და სიღრმის შესახებ“. „პროკურატურა პირდაპირ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ორჯერ „ნაკურთხმა“ პრემიერმა და ძალოვანი უწყებების „მამებმა“ მილიარდობით ლარი გაიტანეს ქვეყნიდან და ფარისევლურად გვიმტკიცებენ, თითქოს კორუფციას ებრძვიან“, - წერს ფარულავა და განმარტავს, რომ ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში დაასახელა 600 მილიონი - „ბიძოსთან“ მისატანი ფულის ოდენობა. მისი თქმით, ეს ფული ქართველი ხალხის ჯიბიდან არის მოპარული. „ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის კლანური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა ინფლაციამდე, მაღალ ფასებამდე და სიღარიბემდე მიიყვანა. ეს არის ანტიქართული, კრიმინალური მმართველობა, რომელმაც საქართველო ქართველებისგან დაცალა, ხალხი ბანკის ვალებში ჩაფლო, ხოლო ახალგაზრდობა ნარკომანიით გაანადგურა, რაც თავად ივანიშვილის კლანის ბიზნესად იქცა“, - აცხადებს ლაშა ფარულავა. მისივე თქმით, ხაბეიშვილი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში და საზოგადოებასთან წერილობითი კონტაქტის უფლებაც ჩამოართვეს. „ივანიშვილი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, მისი ძალაუფლება არაფერზე აღარ დგას. სწორედ ამაზე გესაუბრებოდა „ხაბე“, - წერს ფარულავა. ის აცხადებს, რომ „ივანიშვილის ერთადერთი საყრდენი დღეს არის შიში და უიმედობა“. „ივანიშვილის გუნდი გახლეჩილი და დაშლილია! 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ივანიშვილს ვამთავრებთ!” - დასძენს ლაშა ფარულავა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, რომლის ვინაობასაც უწყება არ ასახელებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)