|
2025-09-15 15:00:38, 2500 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია დააკავეს - პოლიტიკოსს კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „დროას“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან გახდა ცნობილი. „დროას“ წევრის, გიგა ლემონჯავას, განცხადებით, ხოშტარია შსს-ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს. „მოვიდნენ ელენე ხოშტარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, შსს-ს შუშებიან შენობაში. ნამდვილად ვიცით, რომ ბრალი წაუყენეს იმ მუხლით, რომელიც შსს-მ დაწერა - 187-ე მუხლით. ეს პოლიტიკურად აბსურდია, თუმცა რეალობა ეგაა“, — განაცხადა ლემონჯავამ. ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ხოშტარიას დაკავებამდე ჟურნალისტებმა კახა კალაძეს ჰკითხეს, იყო თუ არა მისი მოთხოვნა პოლიტიკოსის დაკავება. „ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს და ყველამ პატივი უნდა სცეს“, — განაცხადა კალაძემ და ხოშტარიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ უნდა დაემორჩილოს“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)