|
2025-09-15 13:31:28, 1071 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი სკოლებში უფასო კვებას უნდა მოხმარდეს
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლებსა და მოსწავლეებს მიულოცა და ყურადღება სკოლებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. კუპრაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რაც თბილისში 200 ათას მოსწავლეს აწუხებს. „ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სკოლაში მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც უარყოფითად აისახება მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე. სახელმწიფოს კი ამაზე პასუხი არ აქვს“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ბავშვთა შიმშილობა უკავშირდება საერთაშორისო PISA-ს კვლევის შედეგებსაც, სადაც ქართველ მოსწავლეებს ბოლო ადგილები უკავიათ: წაკითხულის გააზრებაში — 66-ე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში — 60-ე, ხოლო მათემატიკაში — 66-ე ადგილი 81 ქვეყანას შორის. კუპრაძემ მაგალითად წალენჯიხა მოიყვანა, სადაც ოპოზიციურმა კოალიციამ სკოლებში უფასო კვება უკვე დანერგა. ის მიიჩნევს, რომ იგივე მოდელი თბილისშიც უნდა განხორციელდეს. „შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რათა 200 ათასმა მოსწავლემ ჯანსაღი კვება მიიღოს სასწავლო პროცესის განმავლობაში. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში. ჩვენი მთავარი დაპირება სწორედ ესაა“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)