21:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 19:11:54, 1510 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია

აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სუს-ს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული.

„თავისთავად, ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სუს-ი და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ე.წ. დამხობასა და ა.შ. ესეც არის ის საკითხი, რითაც უნდა დაინტერესდეს სუს-ი. ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ დავუშვებთ და რეაგირება გვექნება მკაცრი,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics