|
2025-09-10 23:40:05, 1738 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მოკავშირე და ცნობილი ულტრაკონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკის ესროლეს
ტრამპის მოკავშირე და ცნობილი ულტრაკონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას შტატში, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით კისრის არეში დაჭრეს. 31 წლის კირკი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით იგი მძიმე მდგომარეობაშია. კირკი აქტიურად გამოდიოდა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტის მოთხოვნით და ამისთვის შესაბამის პიარკამპანიებსაც ატარებდა ამერიკის მასშტაბით. ჩარლი კირკი 31 წლის კონსერვატორი აქტივისტია, ორი შვილის მამა, რომელიც თანადამფუძნებელია ორგანიზაცია Turning Point USA-ს – ცნობილი არაკომერციული გაერთიანებისა, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატიულ ახალგაზრდობას აერთიანებს. ის დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია და მის გარემოცვასთან მჭიდრო კავშირები აქვს. კირკმა სიტყვითაც მიმართა 2024 წლის რესპუბლიკურ ყრილობაზე, ტრამპზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, 2022 წლის თებერვალში, კირკმა ომს „სასაზღვრო დავა“ უწოდა და სოციალურ ქსელებში რუსული სახელმწიფო პროპაგანდის არაერთი ე.წ. მტკიცებულება გაავრცელა. 2022 წლის თებერვალში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე, მან განაცხადა, რომ "სამხრეთის საზღვარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის საზღვარი“. ახლახან კი კირკი ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას დაუპირისპირდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში არჩევნების არქონის გამო გააკრიტიკა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)