|
2025-09-08 11:51:33, 839 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია
თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის ჩვეულებრივი დღის წესრიგია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „შეურაცხყოფა, ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის. ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა. „არაფერი იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)