|
2016-03-22 17:49:56, 1272 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, სასამართლომ საბრალდებო აქტი უკვე გამოაცხადა. მას სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროკურატურა სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ სავჩენკო უნდა იყოს საზოგადოებისგან იზოლირებული. ამასთანავე სასამართლომ მას რუსეთის ფედერაციის საჰაერო დარღვევისთვის ჯარიმა დაუწესა. ვერდიქტის გამოცხადების დროს სავჩენკო უკრაინულ სიმღერას მღეროდა. შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)