|
2015-02-18 09:25:53, 578 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორმხრივი შეხვედრები გამართა
პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის სეიმში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან ტადეუშ ივინსკისთან და მარეკ კშონკალასთან, ასევე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან მიხალ შჩერბასა და ამავე ჯგუფის წევრთან ანა პალუხთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, ამ მხრივ არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესზე. პოლონურმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში რეფორმების წარმატებას და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უდაო ლიდერია. “პოლონეთში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ნატო-ს სამიტი ვარშავაში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადეს პოლონელმა პარლამენტარებმა. სახელმწიფო მინისტრმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა განუხრელი მხარდაჭერისათვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში თანადგომისთვის. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის დახმარების მნიშვნელობას როგორც გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული კონტრიბუციის, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ რეგიონს და მთლიანად ევროპულ ღირებულებებს. “სამწუხაროდ, ევროპა დღეს იზიარებს იმას, რაზეც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი, აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობას 2008 წელს, რომ თუ რუსეთის აგრესია არ შეჩერდებოდა საქართველოში, კრემლის შემდეგი მიზანი უკრაინა გახდებოდა. ევროპამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აუცილებელია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ ევროპისკენ სვლას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)