|
2016-03-22 16:04:29, 1288 ნახვა
მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ბრიუსელის მეტროსადგურ მალბეკში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ადამიანს მიაღწია, ხოლო 55 დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ბრიუსელის მეტროს ოპერატორ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე ბელგიის მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები ტერორისტული აქტები იყო და "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო განხორციელებული. ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტშიც და მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებზეც პასუხისმგებლობა ISIS-მა უკვე აიღო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას, დასავლური მედია პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)