|
2025-08-24 15:10:50, 1354 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდნენ
შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“-სა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შორის გამართულ შეხვედრაზე განუცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს წევრმა, ტატა ხვედელიანმა. როგორც ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის მეორე ეტაპის დასაწყისი იყო. „ამ შეხვედრაზე განისაზღვრა ქალაქებში და კერძოდ, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენის მიმართულება. დღეს სამუშაო შეხვედრა გვაქვს. შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ეს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვების მისაღწევად და ჩვენს ქალაქში არსებული ვითარების შესაცვლელად“, - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)