|
2025-08-21 22:11:59, 1869 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე
„ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მას ოპოზციის მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრის ინტერესი არ აქვს. „მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც. არც იმის გვერიდება, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც თბილისში ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თბილისში, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)