|
2025-08-21 21:52:15, 901 ნახვა
პოლიტიკა
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - თბილისში თავისუფალი მედიის მხარდამჭერების მარში მიმდინარეობს - ვიდეო
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ წუთებში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ანთებული ფანრებით გაივლიან რუსთაველის გამზირს. მარშის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ “ქართულ ოცნებას“, რომ თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. პარლამენტის შენობასთან მოეწყობა ფოტოგამოფენა, იმ მედიის, რომელიც წლებია სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას. 2 კვირის წინ 22 ონლან მედია ერთი სლოგანის ქვეშ გაერთიანდა. დღეს კი მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მარშს მართავს. “ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა. პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)