|
2025-08-21 12:01:49, 1155 ნახვა
პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" წევრმა, დავით რაზმაძემ TV პირველთან საუბრისას უარყო, რომ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ჯარისკაცებს "სააკაშვილის ხულიგნები" უწოდა, მისი თქმით, ეს არის ცილისწამება და სიცრუე "თავიდან ბოლომდე". "ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ის ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად, აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა. ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი. სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებს. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას". - თქვა რაზმაძემ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ. "ისინი აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ – განაცხადა დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსთან“.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)