18:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 14:52:43, 1340 ნახვა

პოლიტიკა
მაკრონი - ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა - სწორედ ეს დაემართა საქართველოს 2008 წელს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა იცის, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა და ამ კონტექსტში მან ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსია 2014 წელს.

„2007-2008 წლების შემდეგ პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებს თავის დაპირებებს. ის მუდმივად დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალაა და ცდილობს საზღვრების გადახედვას თავისი ძალაუფლების გაფართოების მიზნით.

<…> ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არქონა. ეს იყო საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. აბსოლუტურად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი არ შეასრულებს თავის სიტყვას და ვალდებულებებს. ეს უკრაინისა და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - თქვა მაკრონმა.

მან აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„შესაძლოა, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - დასძინა ევროპელმა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics