|
2025-08-16 12:05:57, 1523 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში
ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ მოქალაქეები 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს. „ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი“,- განაცხადა მან. რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, მთლიანი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ იქნება. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის 4 მილიონი მოქალაქე დასანქცირდეს. ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და მათი მიზანმიმართული საბოტაჟი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ. ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მინიმუმ 2028 წლამდე. ამ ვითარებაში ბუნებრივია, „ქართული ოცნებისგან“ არავითარი დათმობის და ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დავალება და დირექტივა, რომელიც მათი პატრონებისგან, რუსეთისგან არის მიღებული, გულისხმობს ევროინტეგრაციის შეჩერებას, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლის შეჩერებას და ასევე უვიზო მიმოსვლის ჩამორთმევას ქართველი ხალხისთვის. ამის მთავარი ინიციატორი არის ბიძინა ივანიშვილი. იმ პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოშია, ძალიან მარტივად შეიძლება, თუმცა ამას ივანიშვილი მიზანმიმართულად არ აკეთებს“, - განაცხადა სანიკიძემ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)