|
2025-08-12 19:44:40, 1136 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართელოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. კოლეგებს შორის პირისპირ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობის, ნდობის დამკვიდრების პროცესს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით და მზად არის გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონის ქვეყნების სასიკეთოდ. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს , სადაც აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გარემოს ახლო აღმოსავლეთში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)