|
2025-08-08 12:53:19, 1570 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის გამოცხადებები პრაქტიკულ ქმედებებად გარდაიქმნება
„არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მ. სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე. „ქართული აგრესიის განზრახ ბუნება, რომელმაც გამოიწვია მრავალი მსხვერპლი მშვიდობიან სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის, მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიაში კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელიც მოქმედებდა ევროკავშირის ეგიდით და რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი ჰ. ტალიავინი“, - განაცხადა ზახაროვამ წერილობით განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე იხსენებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს გამონათქვამები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიდგომებში და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში. პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების საიმედო გარანტიას წარმოადგენს, არამედ საწყის წერტილსაც წარმოადგენს თბილის-სოხუმ-ცხინვალის სამკუთხედში ნორმალიზაციისკენ სვლისთვის. სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და მათი შემდგომი დემარკაცია. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზადაა სრულად შეუწყოს ხელი ამ პროცესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)