|
2025-08-07 17:23:52, 2400 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ან სიყალბის ნაწილი ვართ
ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ეს არაა პასუხი, რადგან ახლა გაჩუმების დრო არ არის. „მზია ამაღლობელზე დადებული ცნობილი ადამიანების FB „ქარდები“ ვნახე, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ. კარგია ეს, ამ რეალობაში ესეც დასაფასებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ, იქნებ მეტიც შეძლოთ? მხოლოდ ჯოჯოხეთურ მომენტებში რომ ჩნდებით და აფიქსირებთ პოზიციას, და შემდეგ ისევ ქრებით, შემდეგი ჯოჯოხეთური მომენტის დადგომამდე, იქნებ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღარ დამთავრდა ასეთი ჯოჯოხეთური მომენტები? პირიქით, ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად. როცა მთელი ქვეყანა ღრიალებს, მაგ დროს ერთი წინადადების გასროლა, მოვალეობის მოხდის გემოს ტოვებს. უკაცრავად, საწყენად არ ვამბობ. არავის განაწყენების სურვილი არ მაქვს, მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს. „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ესეც არაა პასუხი, არც ჩემი არ არის. გავჩუმდებით მე-12 პენიტენციური და გარეთ კიდევ 4-5, პოლიტიკოსს რომ ვეძახით და მერე რა ხდება? მერე ვისი საქმეა პოლიტიკა? ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ. ასეთი დროა",- წერს ზურაბ ჯაფარიძე წერილში.
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)