|
2025-08-06 18:44:52, 1873 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი -გიორგი ახობაძე თავისუფალია! ახლა კითხვაა — ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? და ვისი დავალებით?! რეჟიმი ჩამოშლილია
“გიორგი ახობაძე თავისუფალია! ახლა კითხვაა — ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? და ვისი დავალებით?! რეჟიმი ჩამოშლილია, მოსამართლეები ბუნტდებიან — ივანიშვილს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოუტანენ განაჩენს!“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში “ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია! მზია ამაღლობელის მოსამართლემ - "ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო". გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!!! ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია - ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე - "პოლიციელებზე" რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!!! რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!!! ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს - მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!” - წერს ლევან ხაბეიშვილი
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)