|
2025-08-05 14:46:33, 1180 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი- ჩვენ გვჭირდება კანონპროექტი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, როგორც მოკავშირეს
აშშ-ის სენატორი ჯო უილსონი: „მამაცი ქართველი ხალხი 250 დღის განმავლობაში აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულ რეჟიმს“ აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯო უილსონმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს და მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ღალატსა და ავტორიტარულ რეჟიმებთან გაერთიანებაში დაადანაშაულა. „ზედიზედ 250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულ რეჟიმს. ისინი მოითხოვენ, რომ დასრულდეს მათი ქვეყნის სრული გაყიდვა კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის. ჩვენ გვჭირდება კანონპროექტი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, როგორც მოკავშირეს!“ - წერს უილსონი. სენატორი უილსონი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მომხრეა ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დასაკავებლად. მან არაერთხელ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევასა და ავტორიტარულ რეჟიმებთან დაახლოებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)