|
2025-08-04 15:11:59, 1851 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის აზრით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. მისი შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია. „საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება. როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე - მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა! სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ცნობისთვის ირაკლი ბათუმში იმყოფება და პროცესს ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)