|
2025-08-01 15:30:48, 2160 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე- სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, მუდმივად ამ სიგიჟეში ვიქნებით
„სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, მუდმივად ამ სიგიჟეში ვიქნებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, საჭიროა ქმედებების ერთიანი სისტემა. „4 ოქტომბრის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, ამ ქაოსში ვიქნებით. ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმა ზუსტად ამას ამბობს - ერთიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე შეთანხმება. ერთი საერთო მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა მოქმედებების ერთიანი სისტემა - ზუსტად ამას წარმოადგენს ჩვენი 8-პუნქტიანი გამარჯვების გეგმა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: როგორ მივაღწიოთ კომპრომისს, როდესაც განსხვავებული პოზიციებია? მიდგომა „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ არასწორია. რვა პუნქტი გვთავაზობს გადაწყვეტილების მიღების ორ მექანიზმს: პარიტეტულ საბჭოს უმრავლესობით და შემდეგ ეტაპზე, ზურას მიერ ინიცირებულ პლატფორმას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის პირდაპირი მონაწილეობით. ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია, მე მზად ვარ მოვისმინო ყველას აზრი. ძალა ერთობაშია და არა განხეთქილებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)