|
2025-08-01 14:10:46, 2143 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს
დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა. გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი. „მაშინ, როდესაც დიპლომატი ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში გამოდის და საზოგადოებას მიმართავს, რომ თუ თქვენ ევროპული არჩევანი გინდათ, „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭიროთ, ვინმემ ახსნას, ეს რა დიპლომატიურ ჩარჩოში ჯდება. როდესაც ვამბობთ, რომ პაველ ჰერჩინსკის ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის მან ბოდიში ასეთი განცხადებების გამო უნდა მოიხადოს, რადგან ესეც აგრესიული მოვლენების წამახალისებელი იყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები ქვეყანაში სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ და ელჩს ამაზე განმარტებების გაკეთება არ უნდა. როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით არის სავსე და პაველ ჰერჩინსკი განცხადებას არ აკეთებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს“, - განაცხადა გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)