|
2025-07-31 19:40:28, 2164 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი „MEGOBARI აქტის“ შესახებ - ჩვენ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არ ვიმსახურებთ არანაირ სასჯელს, მათ შორის იმას, რაც „მეგობარის აქტში“ წერია - ჩვენ არ ველით, რომ ეს აქტი საბოლოოდ იქნება მიღებული - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში არაფერი ხდება ისეთი, რაც ამ აქტის მიღებას უნდა გამოიწვევდეს. „ჩვენ არ ველოდებით ასეთ ნეგატიურ განვითარებას, რადგან აღნიშნულ აქტში გამოხატული უსამართლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, არამედ მთლიანად საზოგადოებას. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც განიცდის ასეთი უსამართლო შეფასებების შედეგად. ხშირად ეს იწვევს გაურკვევლობას და ხელს უშლის პოზიტიური პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით ორმხრივ ურთიერთობებში. ამის საფუძველზე, ჩვენ არ ველით, რომ ეს აქტი საბოლოოდ იქნება მიღებული, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის დროს.“ საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება, მაგალითად: ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების ბრალდებები... ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას რაღაც დანაშაულის სახეს ანიჭებენ, მაშინ როცა თავად ამერიკა საკმაოდ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს ჩინეთთან გაცილებით დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არ ვიმსახურებთ არანაირ სასჯელს, მათ შორის იმას, რაც „მეგობარის აქტში“ წერია. ის ფაქტი, რომ ჩვენ ომში წინა ადმინისტრაციის თხოვნით არ ჩავერთეთ, არის მიზეზი, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიადგეს საქართველოს ინტერესებს. „უბედურება ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ, მათ შორის დეზინფორმაციის საშუალებებით, ბედნიერები იქნებიან, თუ საქართველოს პრობლემები შეექმნება, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)