|
2025-07-28 17:54:56, 3431 ნახვა
ეკონომიკა
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე stipendia.bog.ge გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში. სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი უკვე გამოვლინდა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. გახდი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიატი საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. გახდი საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდიატი საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება. გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში 2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. გახდი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შეიქმნა. რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს. საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)