|
2016-03-21 15:10:46, 1287 ნახვა
მსოფლიო
FlyDubai-ის ინფორმაციით, როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი კლიმატური პირობები არ ყოფილა
კომპანია FlyDubai-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი კლიმატური პირობები არ შეიძლება ყოფილიყო. ინფორმაციას ადასტურებს აეროპორტის ხელმძღვანელობაც, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც FlyDubai-ის წარმომადგენლები ამბობენ, ეკიპაჟს როსტოვის აეროპორტში ფრენის გამოცდილება ჰქონდა და ასაფრენ ბილიკს კარგად იცნობდა. შემთხვევას სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტიც იძიებს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა შავი ყუთი უკვე გახსნეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია დაცულია და იშიფრება. შეგახსენებთ, რომ რუსეთში, კერძოდ კი როსტოვში კომპანია FlyDubai-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი გადაურჩა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)