|
2025-07-23 14:27:47, 1581 ნახვა
ეკონომიკა
EUROMONEY-ს მორიგი აღიარება - თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა და ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - EUROMONEY, ზედიზედ მეორედ, საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკად თიბისი დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ გასულ წელსაც მიიღო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგზის საერთაშორისო აღიარება ციფრული ბანკინგის მიმართულებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს ვთავაზობთ საუკეთესო სერვისებს და პროდუქტებს, მათზე მორგებულსა და რელევანტურს. ამასთან, გასულ წელს, თიბისის მობილურ აპლიკაციას დაემატა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი. ახალ თიბისი ბარათთან ერთად, ციფრულდება და აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ხდება ყველა სერვისი. Euromoney-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ თიბისიმ ციფრულ ბანკინგში სერიოზული და ინოვაციური ცვლილებები განახორციელა, რამაც შთამბეჭდავად გაზარდა ახალი აქტიური მომხმარებლების რიცხვი. „ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ჩვენს ლიდერ პოზიციას ციფრულ საბანკო სფეროში, სადაც ვუზრუველვყოფთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას onboarding-იდან ყოველდღიურ საბანკო მომსახურებასა და ინვესტირებამდე“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)