|
2025-07-04 23:13:31, 1461 ნახვა
პოლიტიკა
არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს – სტრატეგია აღმაშენებელი
პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ეხმაურება ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით და წერს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალლი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა და არა "არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება". "როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს. პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის. სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ყაველაშვილმა დღეს, 4 ივლისს მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა, რომ მას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ივანიშვილის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ". ყაველაშვილის განცხადებას ბრიფინგით უპასუხა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, " არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით". განცხადებას ასევე გამოეხმაურა "კოალიცია ცვლილებისთვის", რომელიც წერს, რომ არცერთ ეტაპზე არ აპირებენ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)