|
2025-07-02 19:24:52, 881 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო - მხარს ვუჭერთ ელჩს პიტერ ფიშერს, ის წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში ელჩს პიტერ ფიშერს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოში გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს. ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ფორმულას მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან პიტერ ფიშერზე თავდასხმას, მისი გაძევების მუქარასა და ვენის კონვენციის დარღვევას ეხებოდა. გერმანიის საგარეოში განმარტავენ, რომ ელჩის მოვალეობაა, იცოდეს რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, "როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული". საგარეო აღნიშნავს, რომ უარყოფს მათი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს და მიუთითებს, რომ ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული. "გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობა - იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს. ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული", - აცხადებს სპიკერი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)