|
2025-07-02 18:12:08, 864 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას - „ტოპმატყუარა“ ხართ, არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ
თქვენ სერიოზული მატყუარა ადამიანი ბრძანდებით და უპასუხისმგებლო. პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა, მეტი არაფერი, - ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილ შსს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საკითხთან დავშვრებითო კომისიას დისტანციურად ერთვება. თენგიზ შარმანაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კამათი გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც თენგიზ შარმანაშვილს „პუტჩისტი“ უწოდა. „ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ანდა კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. გიორგი გახარიამ თენგიზ შარმანაშვილს შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით ეგეც ტყუილია?“ შარმანაშვილის თქმით, ის უბრალოდ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის წევრი იყო, ხოლო გიორგი გახარია კი „ახლა ძმაკაცობს მიშასთან“. „მიშასთან კი არ ვძმაკაცობდი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მერე რა? პარლამენტის წევრები ვიყავით და გვქონდა ურთიერთობა, რა მერე? მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი და შენ ახლა ძმაკაცობ მიშასთან. ჩვეულებრივი იაფფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას „შინაარსის გაგების“ პრობლემა აქვს. „საქართველო გავიდა 72 ადგილზე წაკითხულის შინაარსის გაგებითო, რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოგკითხეს ალბათ იმიტომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამდენი რამ ვილაპარაკეთ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ მომიტრიალეთ სრულად ულოგიკოდ, ეს თქვენი სტილია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)