|
2025-07-02 18:01:39, 891 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან სასაცილო ჩანხართ
„ნაცები“ ჩემი დასასრულებელია. „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა, კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას: „თქვენ იქ [პარლამენტში] იყავით: „ნაცებო“ დაგასრულებთო [რომ ამბობდით] და ახლა „ნაცებთან“ ერთად ხართ კოალიციაში“. გიორგი გახარიას აღნიშნულ განცხადებას თეა წულუკიანმა უპასუხა: „მიქანაძეს თავი დაანებეთ და მოდით, ჩორჩანაში დაბრუნდით. რა გაქვთ მიქანაძეზე თქვენ სათქმელი? „ნაცებთან“ ერთად კოალიციაში ხართ თქვენ“. წულუკიანის პასუხის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიიდან „გააგდო“ შსს მინისტრობის დროს, რისი მიზეზიც თავად მიქანაძეს ჰკითხონ. „შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე და სჯობს, ასეთი კითხვები არ დამისვათ, თორემ...“. თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას „მუქარებმა“ მულტფილმი, „ყურშა გაყოყოჩდა“ გაახსენა. „აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან გთხოვთ, ძალიან სასაცილო ჩანხართ, „ყურშა გაყოყოჩდას“ მულტფილმში ვართ“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)